|
2023-10-05 22:16:47, 687 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ოჩამჩირის ბაზაზე - ეს არის ოკუპაციის შედეგი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მიღებული გადაწყვეტილება “ოკუპაციის შედეგია”. "მათ [დისკუსიის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს] მივაწოდე ინფორმაცია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. იცით, რომ გახდა ცნობილი, რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, ამ შემთხვევაში, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია. მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას. ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)