|
2023-10-05 17:29:22, 745 ნახვა
პოლიტიკა
შამბა რუსეთთან „შეთანხმებაზე“ - აგრესიის შემთხვევაში, შეგვიძლია, მოკავშირის იმედი გვქონდეს - ეს ხელშეკრულებაში წერია
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მოწყობასთან დაკავშირებით დადებული "შეთანხმება" "აგრესიის შემთხვევაში" დახმარებასაც ითვალისწინებს. შამბას თქმით, აქედან გამომდინარე, ოკუპირებულ აფხაზეთში "შეთანხმებით"გათვალისწინებული პირობები "უსაფრთხოების გარანტიად" აღიქმება. „ჩვენ უსაფრთხოების გარანტიად აღვიქვამთ აფხაზეთში რუსული სახმელეთო, საზღვაო და სხვა დანაყოფების არსებობას. ჩვენ მიერ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აგრესიის შემთხვევაში, შეგვიძლია, ჩვენი მოკავშირის და სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს პირდაპირ წერია ჩვენ მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში“,- განაცხადა შამბამ. მისივე თქმით, "შეთანხმებისთვის" ახლა არ მიუღწევიათ, გადაწყვეტილება წინა ერთობლივ შეხვედრაზე მიიღეს, 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე კი, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. ცნობისთვის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)