|
2023-10-05 14:54:50, 669 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია - აი, ეს არის მთავარი მიზანი
ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია - აი, ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს არა თარიღებზე, არამედ იმაზე, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება. „ჩვენ თარიღებზე არ უნდა ვფოკუსირდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რაც არის უმნიშვნელოვანესი. რაც მთავარია - უსაფრთხოების საკითხები - ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია. აი, ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)