|
2023-10-04 19:32:48, 740 ნახვა
პოლიტიკა
კოპალეიშვილი კობახიძეს - თქვენ იყავით საქართველოში გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს მხარეებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს უთხრა, რომ "ეს ადეიშვილის სასამართლო" არ არის და "წესიერად" ესაუბრა. "ეს ადეიშვილს სასამართლო კი არ არის, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო და წესიერად ილაპარაკეთ. ადეიშვილის სასამართლო არ არის და არც გვარამიას, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში. რომ ამაყობთ [ამით], ეგაა თქვენი პრობლემა", - უთხრა კობახიძემ კოპალეიშვილს. მაია კოპალეიშვილმა კი კობახიძეს უპასუხა, რომ ის იყო, ვინც საქართველოში გავრილოვი ჩამოიყვანა და პარლამენტის სავარძელში ჩასვა. "თქვენ სამაგიეროდ... თქვენ იყავით გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ ამ საქართველოში, რომ ჩასვით იმ პარლამენტის სავარძელში, თქვენ იყავით. სამართლებრივ ჩარჩოებში იქნებ დავრჩეთ, მაცადეთ საუბარი, ერთი წამი", - თქვა კოპალეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)