|
2023-10-04 18:38:03, 645 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ
აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან მეტი ავიარეისის საკითხზე... რეგულარული ფრენები ყოველდღიურად შესრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა. დავითაშვილის თქმით, თქმით, ამ ეტაპზე, ავიაკომპანია China Southern საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. "ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია. ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯი 300 მილიარდ დოლარს აღემატება. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმული უნდა იყოს ჩინეთიდან ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან უფრო მეტი ავიარეისის საკითხზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდის უკვე თბილისი-ურუმჩის ხაზზე და ასევე რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება ავიაკომპანია გაზრდილი სიხშირით ოპერირებას სექტემბერში დაიწყებს. ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან გვექნება ასევე პირდაპირი დაკავშირებადობა", - განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან China Southern Airlines საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიურ ავიარეისებს ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)