|
2023-10-04 13:39:40, 691 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი იმპიჩმენტზე - ყველას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ სხდომაზე, ნუ მიიღებენ მონაწილეობას ივანიშვილის თამაშებში
ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის არ მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ივანიშვილის რუსული ინტერესების გამო მიმდინარეობს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ დაესწროს. „არ დაგვავიწყდეს ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ იღებს; პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მიიღოს უპირობოდ ზელენსკის, მაკრონის ევროსაბჭოს რეზოლუციების თანახმად, ამერიკამ უნდა დაადასტუროს ხომ პირდაპირ, „ეფესბეს“ აგენტურამ წარუდგინა ბრალი სააკაშვილს და სანქცირებულებმა გამოუტანეს განაჩენი - ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის ობიექტურად არ მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილის რუსული ინტერესების გამო მიმდინარეობს. ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვთქვით, რომ საერთოდ არ შევდივართ სხდომაზე, ყველას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ სხდომაზე და ნუ მიიღებენ მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის თამაშებში",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)