22:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 15:56:32, 919 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი: რიგის სამიტზე მოვითხოვთ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს

“რიგის სამიტზე ჩვენ მოვითხოვთ,  რომ საქართველომ  უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს“, -ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უნგრულ-ქართულ ურთიერთობებში არსებულ დინამიკაზე და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში, ისე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მისი განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანსპორტო პოტენციალი გააჩნია.

მედიისთვის გაკეთებული განცხადებებიდან ცნობილი გახდა, რომ აპრილში თბილისში უნგრეთის სავაჭრო ოფისი გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics