|
2023-10-03 20:24:20, 646 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სასამართლო პროცესზე - პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც არიან მისი წარმომადგენლები, ამიტომ არ ჩამოვიდა
არგუმენტები საერთოდ არ იყო, არათუ სუსტი, არგუმენტები არ მოგვისმენია, ეს არის დღევანდელი დღის შეჯამება, - ასე შეაჯამა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების არგუმენტები. კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები პროცესზე დღეს "მძიმე მდგომარეობაში იყვნენ": "პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში ამ პროცესზე, როგორშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება, ძალიან მძიმეა მათ მდგომარეობა... პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა ", - განაცხადა კობახიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)