|
2023-10-03 18:21:34, 635 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი - გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ქალაქ სოჭიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერებს შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველ ასლან ბჟანიასთან საუბრის დროს, ლავროვმა დადო პირობა, რომ რუსეთი გაზრდის იმ ქვეყნების რაოდენობას, ვინც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის 2024-25 წლის კონსულტაციების გეგმებს. "კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროს მიმართ, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, სოციალური სფეროს, ენერგეტიკულისა და იმის [მიმართ], რაც ეხება საერთაშორისო პლატფორმაზე თანამშრომლობას. გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ", - განაცხადა ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)