|
2023-10-03 17:55:57, 614 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ ზურაბიშვილი ხელს შეუწყობს, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ეს ნიშნავს, რომ ერთად მოქმედებენ ამ ნარატივის გასატარებლად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "თუ პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა ასეთი აქციების დროს შეიძლება დარჩეს დაუსჯელი". მისივე თქმით, იმისთვის რომ ეს მესიჯი ბოლომდე მიიტანონ ახალგაზრდებამდე, საჭიროა, პრეზიდენტის თანხმობა შეწყალების თაობაზე. „ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა ასეთი აქციების დროს შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. თუ სალომე ზურაბიშვილი ამაში ხელს შეუწყობს, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა და ასეთი მცდელობები შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ერთად მოქმედებენ ამ ნარატივის გასატარებლად, ამ მესიჯის გასაშვებად საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომ თქვენ შეგიძლიათ ისროლოთ მოლოტოვის კოქტეილი, შეგიძლიათ სცადოთ დაწვათ პოლიციელი ცოცხლად, ან სრულად დაწვათ და ამისთვის არ დაისჯებით და პრეზიდენტი შეგიწყალებთ. ეს მესიჯი რომ მიიტანონ ბოლომდე ახალგაზრდებამდე, ამისთვის სჭირდებათ სალომე ზურაბიშვილის დათანხმება, ანუ, შეწყალება. ახლა ჯერი მათზეა, თუ ამ მესიჯში თანამონაწილეობა უნდა, მაშინ ბუნებრივია შეიწყალებს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)