|
2023-10-03 13:08:52, 775 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის, რაზეც აქცენტი კეთდება - პროვოკაციების მოწყობაა
იმის გამო, რომ ქვეყანა ვითარდება და ქვეყანას ძალიან ბევრი წინსვლა აქვს, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში, იმიტომ, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტები ფართოდ და ძლიერად არის წარმოდგენილი, რევოლუციური სცენარების განხორციელების არანაირი შესაძლებლობა არ არის. ერთადერთი რაზეც აქცენტი კეთდება ეს არის პროვოკაციების მოწყობა და სწორედ ამ პროვოკაციების განეიტრალება იყო ის, რაც უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირს დღეს კვლავ უდგას დღის წესრიგში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი. „საბოლო ჯამში, მათი არჩევანიც ძალიან რთულია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ობიექტურად, ყველა შეფასებით, გაცილებით წინ არის მთელ რიგ საკითხებში, ვიდრე უკვე კანდიდატი ქვეყნები. ამიტომ, რთული იქნება, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, უარი ეთქვას საქართველოს კანდიდატის სტატუსზე. ამავდროულად, გეოპოლიტიკურადაც ძალიან რთულია, რომ ამ ვითარებაში მთლიანად მთელ სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე უარი განაცხადო. მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს მაინც მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს ამ პერსპექტივის მიმართ",- განაცხადა ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)