07:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 09:26:25, 1374 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად

ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გასვლით სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიზანია, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება წელს იქნას მიღებული.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს საბჭო იკრიბება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მსგავს ფორმატში. ესწრებოდნენ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკომისიის წარმომადგენლები და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი. ძალიან ნაყოფიერი და შინაარსიანი შეხვედრა იყო.

ვისაუბრეთ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებაზე. ჩვენი ინტეგრაციის მთავარი მიზანია, წელს მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. უკრაინა აუცილებლად შეასრულებს სამუშაოს თავის ნაწილს - ევროკომისიის შვიდ რეკომენდაციას“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics