07:51 - 25 Jul, 2026
|
2023-09-29 16:02:04, 730 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი სოხუმის პორტში შევიდა
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. მედიის ცნობით, გემი ადგილზე 29 სექტემბერს ჩავიდა, რათა "აფხაზეთის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღისადმი" გასამართ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღოს. როგორც "ეხო კავკაზა" წერს, გემს პორტში რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატები დახვდნენ. გემი სოხუმის პორტში პირველ ოქტომბრამდე დარჩება და ამ ხნის განმავლობაში მოსახლეობასა და სტუმრებს გემზე სეირნობა შეეძლებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)