|
2023-09-29 13:48:36, 626 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით
რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით, - ასე უპახუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამბობს, რომ შეძლებული ოჯახიდანაა, თუ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ღარიბაშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ ის გარკვეული პერიოდი მიმტანად მუშაობდა. „რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი, ვთქვათ, მიმტანად მუშაობდა? პირიქით. მაგალითად, ჩემმა შვილმა რომ დაიწყოს მიმტანად მუშაობა, ამაში ცუდი რა არის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი შვილი არ არის შეძლებული ოჯახიდან? მე, მაგალითად, არ ვიყავი შეძლებული ოჯახიდან და რასაც მივაღწიე, ჩემი შრომით მივაღწიე, შევქმენი, გავაკეთე და ნამდვილად მეამაყება ჩემი წარსული და ის, რომ მაქვს დღეს იმის შესაძლებლობა, მივხედო ჩემს ოჯახს, დავეხმარო ჩემს შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს, ვისაც უჭირს. ასე მიცხოვრია და ასე ვაპირებ პირადად მე ცხოვრებას მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)