|
2023-09-29 12:58:48, 674 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციური პლატფორმის შექმნაზე - რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ამ ეტაპზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. „იცით ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება. მსგავსი პლატფორმები ძალიან ბევრი ყოფილა. ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთნი არიან და ერთი პატრონი ჰყავთ, უბრალოდ სხვადასხვა სახელს ირქმევენ. რა თქმა უნდა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. ზოგადად, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, სირთულეებს და იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, რომ ქვეყანა გაიყვანოს ბოლომდე სამშვიდობოზე, შეინარჩუნეს მშვიდობა, არ გაატაროს სხვა ქვეყნის ინტერესები ისე, რომ ეროვნული ინტერესები დაზიანდეს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)