13:54 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 12:00:07, 773 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით „აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევები“ ჩატარდა

„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის და აგროსექტორის გაძლიერების მიზნით, ბანკმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ზუგდიდში, შეხვედრა -„აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევები“ გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ირიგაციასა და ფერტიგაციის საკითხები, მონაწილეები გაეცნენ სატელიტური მონიტორინგის შესაძლებლობებს, რაც ვეგეტაციის, აზოტისა და წყლის შემცველობის ინდექსებზე დაკვირვებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გაეცნოთ და გასაუბრებოდნენ აგროსექტორის წარმომადგენლებს, მოესმინათ მათი გამოცდილების შესახებ და მიიღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

„საქართველოს ბანკისთვის“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ - ერთი პრიორიტეტული მიმართულება აგრომიმართულების მხარდაჭერა და რეგიონებში ბიზნესის წახალისებაა. სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ბანკმა არაერთი პროდუქტი შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მიზანიც ადგილობრივი მეწარმეებისთვის აგრო სფეროში ტექნოლოგიური გამოწვევების და თანამედროვე გადაწყვეტების გაცნობაა. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ აგრო სექტორის მხარდაჭერას“, - განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა

„საქართველოს ბანკის“ აგრო ბროდუქტების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics