|
2023-09-28 23:58:16, 712 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგს... მინდა, 2024 წელს ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების თანამონაწილე ვიყო
მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგს... მინდა, 2024 წელს ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების თანამონაწილე ვიყო, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა "ღამის მთავარში" განაცხადა. ნიკა გვარამია განმარტავს, რომ მისი ადგილი არის იქ, სადაც "ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის დასამარცხებლად, სხვადასხვა მეთოდებით იბრძვიან". "ტელევიზიაში მე დირექტორი არ ვარ და არც დავბრუნდები... მე მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს. მე 2024 წელს მინდა, რომ თანამონაწილე ვიყო ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების. ეს არის ის, რისი თქმაც მინდა... მე ვიქნები იქ, სადაც იქნება პოლიტიკური ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად. ყველაზე უფრო ეფექტური რაც იქნება, ჩემი აზრით, ვიქნები იქ. ამ წუთას ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ადგილი არ არის წამყვანის მაგიდასთან, ჩემი ადგილი არის იქ, სადაც იბრძვიან სხვა მეთოდებით ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის დასამარცხებლად. მე მგონია, რომ სამშობლო გვეძახის ყველას. მე მგონია, რომ ამოვწურე წამყვანის მაგიდასთან საკუთარი თავი. ტელევიზიის ხელმძღვანელადაც და მადიამენეჯერადაც, ვფიქრობ, თავი ამოვწურე, დამოუკიდებელ ჟურნალისტადაც... მე ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ამ წუთას არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა და გამარჯვების მოპოვება. მე მინდა, რომ დავეხმარო ამ სეგმენტს. უფრო მეტად სპეციფირება არ შემიძლია ამ საკითხის, როგორ იქნება და რანაირად", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)