09:07 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 17:42:30, 775 ნახვა

პოლიტიკა
Edison Research - მოსახლეობის 62% სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება

საერთაშორისო კვლევითი კომპანიის Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს, მოსახლეობის 62% საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება.

კითხვაზე, "რამდენად ემხრობით ან ეწინააღმდეგებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს", პასუხები ასე ნაწილდება:

  • ვეწინააღმდეგები - 62%
  • ვემხრობი - 38%

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics