|
2023-09-28 16:36:29, 796 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური პრეზიდენტზე - თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ
იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, "სამარცხვინოა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ფეხქვეშ თელავდეს და ასე უღირსად ეპყრობოდეს კონსტიტუციას". "ზურაბიშვილს რა მიაქვს და რა მოაქვს, მე მაგაზე ნამდვილად გამიჭირდება პასუხის გაცემა, როდესაც გქვია ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან უხერხულია, რომ ეჯიბრებოდე, მაგალითად "ქურქუმალ ვაითს" ან სხვას პოლიტიკურ განცხადებებში. ასევე, მის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო "ქეისი" იქნება ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ნომერ პირველი დამცველი ფეხქვეშ თელავდეს და ასე უღირსად ეპყრობოდეს კონსტიტუციას. იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ. იძულებულს გავხდით, რომ საქართველოს კონსტიტუცია წაიკითხოს. ამას ქალბატონი პრეზიდენტი ინგლისურად, ფრანგულად თუ ქართულად იზამს, ეს უკვე მისი ნებაა",- განაცხადა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, გუშინ, 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, 26 სექტემბერს ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს, ხოლო 25 სექტემბერს, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)