|
2023-09-28 16:29:47, 702 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, ქვეყანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებთან რეაგირებისთვის მოამზადებს
ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, ქვეყანას საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებთან რეაგირებისთვის მოამზადებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „საქართველოში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების პოლიტიკის დიალოგისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მოწვეულ სტუმრებს, საქართველოში ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები გააცნო, ვინაიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებენ ქვეყნებს, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის საერთაშორისო ნორმების მოთხოვნების შესრულებას. მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, სიცოცხლის გადარჩენისა და გლობალური ჯანმრთელობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა, სხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავების პრაქტიკულ მაგალითებიც წარმოადგინეს. ისაუბრეს მონაწილე უწყებების როლსა და პასუხისმგებლობებზე. „ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები მზარდი მნიშვნელობის თემაა. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა უწყების წევრები.სამოქმედო გეგმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვადასხვა სექტორის მზაობას დაემყარება. შეხვედრაზე, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ვიმსჯელეთ, რათა სამოქმედო გეგმა,ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ. ასევე მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობები. მულტისექტორული პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. როგორც ჯანდავის სამინისტრო აცხადებს,შეხვედრას, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)