05:30 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 19:08:34, 1045 ნახვა

სამართალი
2 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნეს და დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანერებსა და მაისურზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის და გრიგოლ ფრანგიშვილის მიმართ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე, პოლიციელის დაუმორჩილებლობის მუხლით საქმისწარმოება შეწყდა. ისინი სამართალდამრღვევებად ცნეს წვრილმანი ხულიგნობის ნაწილით და 500-500 ლარით დააჯარიმეს.

რაც შეეხება აქტივისტ ნოდარ სიხარულიძეს, ის სამართალდამრღვევად ცნეს წარდგენილ ორივე ბრალდებაში და 2000 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დღეს, 27 სექტემებრს გამოაცხადა.

ცნობისთვის, 2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics