|
2023-09-27 16:11:36, 883 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა პრეზიდენტის ვიზიტებზე - „ბარხატნი სეზონია“ და მოგზაურობს
„ბარხატნი სეზონია“ და მოგზაურობს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს. ზარქუას თქმით, ზურაბიშვილი ვიზიტებს "უბრალოდ ითავსებს და ამით აფორმებს, რომ თითქოს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღწვის". „ბარხატნი სეზონია“, ასე ეძახიან. ეტყობა, ეს დრო დაუდგა თუ რაღაც და მოგზაურობს. სხვანაირად როგორ - სიჯიუტესაც ვერ დავარქმევთ იმას, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს. მოგზაურობაა ეს, მეტი არაფერი. უბრალოდ, ითავსებს და ამით აფორმებს, რომ თითქოს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღწვის. მას შეეძლო, ეს პირველ შემთხვევაში გაეკეთებინა, როცა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე პოლიტიკურად უარი მივიღეთ. მაშინ ჩაფრენილიყო საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ჩუმად რატომ იყო?",- განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, დღეს, 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, გუშინ, 26 სექტემბერს ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს, ხოლო 25 სექტემბერს, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)