|
2023-09-27 13:24:37, 827 ნახვა
პოლიტიკა
იოზვიაკი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება
'რადიო თავისუფლების'' ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რიკარდ იოზვიაკი Twitter-ზე ავრცელებს. "ბოლო შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშები 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება",- წერს იოზვიაკი. შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს "ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით, 9 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა რიგით 6 შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, 2023 წლის 20 ივნისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში არსებულ მდგომარეობას ასახავს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით,12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული 1 პირობა; მეტწილად შესრულებულია 2; ნაწილობრივ შესრულებულია 7 და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის 2 პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)