10:13 - 25 Jul, 2026
|
2023-09-26 15:24:45, 878 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა [ვიდეო]
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგაში, ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს. პრეზიდენტის განცხადებით, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. "ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან. მადლობა, ლატვია, წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე",- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)