|
2023-09-26 14:34:31, 767 ნახვა
პოლიტიკა
კუპრაძე - საქართველოს გავლით მიედინება რუსული სანქცირებული ტვირთები, მათ შორის ნავთობი
პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველო ყოველდღიურად რუსულ სანქცირებულ ტვირთებს ატარებს. როგორც კუპრაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მათ შორის არის ნავთობიც. "ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ საქართველოს გავლით მიედინება ყოველდღიურად რუსული სანქცირებული ტვირთები, მათ შორის ნავთობი... საქართველო მონაწილეობს რუსეთისთვის დახმარების პროცესში. ეს არის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, რის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობას იძულებით სვრის უკრაინელების სისხლში, მაგრამ თვითონ მდიდრდებიან "ქართული ოცნება" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკოსები - ვანო ჩხარტიშვილები და მისი კლანი, რომელიც ემსახურება შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში შენარჩუნებას",- აცხადებს კუპრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)