|
2023-09-26 13:55:06, 641 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - შეწყალება ან იმპიჩმენტი - ენმ-ი ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის იყენებს
რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და პრეზიდენტს პირდაპირ შეუთვალეს - შეწყალება ან იმპიჩმენტი - ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველ პოლიტიკურ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. "თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს ევროპული სახელმწიფო, მაშინ უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და უნდა დავიცვათ ის პრინციპები, რაც კანონმდებლობაში არის მოცემული. ძალიან მალე იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებაც და საზოგადოება დაინახავს, რომ პარლამენტმა სწორი შეფასება გააკეთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით... თავიდანვე ვთქვით, რომ "ქართული ოცნების" ხმები არ არის საკმარისი, რომ იმპიჩმენტი ბოლომდე მივიდეს. ამის მერე მოხდა რა? ამის მერე რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და პრეზიდენტს პირდაპირ შეუთვალეს ღია ეთერში - შეწყალება ან იმპიჩმენტი. რა მოლაპარაკებები იყო მათ შორის, მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის. ამაზე ღია განცხადებები გაკეთდა",- განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემბერს, წარდგინება კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა. 19 სექტემბერს კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)