|
2023-09-25 12:11:11, 740 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მართავს. "საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს, რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას",- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)