21:27 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-24 15:04:38, 1043 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ილჰამ ალიევს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ, 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთდღიანი ვიზიტით ჩავა. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერდოღანი ნახიჩევანში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება.

შეხვედრის დროს ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე ისაუბრებენ.

"განხილვის საგანი იქნება აზერბაიჯანის ანტიტერორისტული ოპერაცია ყარაბაღში და მოწინააღმდეგის ჯარისკაცების განიარაღების პროცესი.

ერდოღანი და ალიევი ასევე ისაუბრებენ ზანგეზურის დერეფანზე, რომელმაც აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპულიკასთან უნდა დააკავშიროს",- წერს თურქული მედია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics