|
2023-09-21 14:11:13, 616 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ფარცხალაძეზე - საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისევე, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში
საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისევე, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში,- აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის, ფინანსურ და ქონებრივ, ასევე სანქცირების საკითხებს შესაბამისი უწყებები წყვეტენ. „განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ. ქალბატონმა ნათია თურნავამ რამდენჯერმე ისაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, რომ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. რაც შეეხება ქონების გადაფორმება-არგადაფორმებას, მე იურისტი არ ვარ, შეიძლება გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა როგორც ვიცი, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები მას არ ზღუდავს ამ საკითხში. ეს მას შეეძლო ნებისმიერ დროს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისმა უწყებამ პირველივე დღეებში განაცხადა, რომ დაწყებულია მოკვლევა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. „ამ მოკვლევის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. სანქციები გავრცელდება და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში. დაიწყება თუ არა გამოძიება, ამაზე შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას“,- დასძინა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)