|
2023-09-20 19:41:58, 747 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი „ოცნებაზე“ - ფარცხალაძეს კი არა, საკუთარ თავს იცავენ
ჯაშუშური ქსელი დიდია - ფარცხალაძეს კი არა, საკუთარ თავს იცავენ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "პუტინისტური რეჟიმის ყველა წევრი საკადრის პასუხს მიიღებს". "ერთ ოთარ ფარცხალაძეზე არ არის საუბარი, საუბარია ჯაშუშურ ქსელზე და ესენი იცავენ საკუთარ თავს. ამ ბრძანებით, საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ბიძინა ივანიშვილმა მოიმზადა ნიადაგი და რატომ - ის არის სანქციების მთავარი პრეტენდენტი - ხვალ თუ მას დაასანქცირებენ, ამ ბრძანების საფუძველზე დატოვეს შავი ხვრელი, რომლიდანაც ივანიშვილი გარკვეულ მის თანხებს გამოაძრობს. მთავარი ჯაშუში არის ივანიშვილი და მან ეს ბრძანება დაიტოვა იმისთვის, რომ ხვალ მას რომ დაასანქცირებენ, თავისი ფული გამოიტანოს. რუსული ჯაშუშური ქსელის გამო და იმის გამო, რომ ივანიშვილს ემუქრება სანქციები და მომავალში ეს ბრძანება მაგისთვის დასჭირდებათ",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)