|
2023-09-20 18:11:52, 639 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან და ტესტავენ იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს - ეს იკადრა ვაშაძემ
საზოგადოების რეაქციას და საზოგადოებას აკვირდებიან, ტესტავენ იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს. ეს იკადრა პირველმა, როგორც ყინულმჭრელმა მავნებლობაში და აგენტობაში, გიორგი ვაშაძემ და ალბათ, სხვებიც იკადრებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც "რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იცინოდნენ, დღეს თავად ალაპარაკდნენ იარაღზე". როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "რადიკალებს" აქვთ დავალება, ქვეყანაში "მეორე ფრონტი" გაიხსნას. "გუშინ და გუშინწინ სუს-ის ინფორმაციაზე ღლიცინებდნენ და დღეს იარაღზე ალაპარაკდნენ - რაღაზე ვლაპარაკობთ? ეს არის მათი ბოლო გეგმა, რომლის განხორციელებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ვინმეს სჯერა, რომ ან ფარცხალაძის თემა აინტერესებთ, ან იჯერებენ ან არ იჯერებენ, ან კანდიდატის სტატუსის მიღება უნდათ? - არაფერი გარდა იმისა არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა ააყირაონ, დავალება შეასრულონ, რომ პირდაპირ მეორე ფრონტად "თავით დავერჭოთ" ომში. ეს დავალება აქვთ შესასრულებელი, ამ დავალებისთვის ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ამ დავალებისთვის იყო არაერთი ადამიანი ამ ქვეყანაში დაკავებული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)