|
2023-09-20 16:36:24, 700 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ზელენსკი გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს იმაზე ბევრად მეტად იცავს, ვიდრე საქართველოს ე.წ. პრემიერი
ზელენსკი გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს იმაზე ბევრად მეტად იცავს, ვიდრე საქართველოს ე.წ. პრემიერი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, უკრაინაზე თითოეული თავდასხმა, საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმაა. “ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტ ზელენსკის ამდენი ლანძღვისა და მასზე პიროვნული შეტევების მიუხედავად, ის გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს იმაზე ბევრად მეტად იცავს, ვიდრე საქართველოს ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“. ისევ მან ისაუბრა საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე. უკრაინაზე თითოეული თავდასხმა საქართველოზე, მის საზოგადოებაზე, საქართველოს დამოუკიდებლობაზე თავდასხმაა",- წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყოველ ათწლეულში რუსეთი ახალ ომს იწყებს, მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კი, კვლავ ოკუპირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)