19:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 16:38:47, 1565 ნახვა

ეკონომიკა
აგვისტოში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი კვლავ რუსეთიდან მიიღო

2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287.0 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით (47.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. 

  • გასულ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, 60 მლნ დოლარი, კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა. თუმცა, რუსეთიდან გზავნილები წლიურად 45,61%-ით შემცირდა;
  • მე-2 ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს, წლიური ზრდა 23%-ია;
  • მე-3 ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.19 მლნ დოლარი შეადგინა;
  • მე-4 ადგილზეა გერმანია 20.4 მლნ დოლარით, წლიური ზრდა კი 33,49%-ს შეადგენს;
  • მე-5 ადგილს საბერძნეთი 19.88 მლნ დოლარით იკავებს, წლიური ზრდა კი - 6%-ია. 

2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი (76.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.0%-ით ნაკლებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics