|
2023-09-14 22:35:42, 825 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ფარცხალაძეზე - ბიძინა - ბორენკა, ხედავ? გიახლოვდებიან
დასასანქცირებელთა ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და დარწმუნებული ვარ, ყველა საქართველოს მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს… ბიძინა - ბორენკა, ხედავ? გიახლოვდებიან, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძეს დასანქცირების საკითხს. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, დასანქცირებული პირების სია კვლავ გაიზრდება. "2022 წლის მაისში, მას შემდეგ, როცა უკვე გამოკვეთილი იყო ივანიშვილისა და მისი კრიმინალური, რუსული პარტიის პუტინისტური მისწრაფებები, ვთქვით და დავიწყეთ მუშაობა ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინს ეხმარებიან ომში და რუსულ ეკონომიკაში ასხამენ მილიარდებს... ივანიშვილის გარემოცვაში გამოვკვეთეთ, თავად პუტინის ხელდასხმული ბორენკა და კიდევ 5 ოლიგარქი... მალევე უკრაინამ, ზელენსკიმ ყველა ეს პირი დაასანქცირა. მას შემდეგ, წელიწადზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ 6-დან ერთი, ბოტასების ქურდი, ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა... ცხადია, გაგრძელება იქნება და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია... მახსოვს, 2022 წლის მაისში გაკვირვებით და ცოტათი ირონიულად კითხულობდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები : მართლა გგონიათ, რომ დაასანქცირებენ თქვენს მიერ დასახელებულ პირებს?.. დიახ, დიახ ასე იქნება და არის! დასასანქცირებელთა ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და დარწმუნებული ვარ, ყველა საქართველოს მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს… ბიძინა - ბორენკა, ხედავ? გიახლოვდებიან...", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)