17:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 17:07:26, 901 ნახვა

პოლიტიკა
მელია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ძალიან მძიმეა გასააზრებლადაც კი

მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემის აზრით, არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, იმპიჩმენტის პროცედურაზე "გამორიცხული არაფერია".

"მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, რომ ნაკლებად ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ვინ მისცემს ხმას და ვინ არა, ვის მოისყიდიან და ვის არა. ფარული კენჭისყრის პირობებში, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მეორე მხრივ, მოსაზრება, რომ ოპოზიცია სხდომათა დარბაზში კენჭისყრისას არ შევიდეს, ჩემის აზრით, არის ძალიან მძიმე გასააზრებლადაც კი. 

შენ თუ ოპოზიცია გქვია და პარლამენტში ხარ წარმოდგენილი და იმდენად უნდობლობაა ერთმანეთისა, რომ სხდომათა დარბაზში იმ შიშით ვერ შედიხარ, რომ ვიღაცამ ხმა არ მისცეს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, მაშინ იქ აღარ უნდა იყო",- განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics