17:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 13:24:10, 838 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის დროებითი რწმუნებული - გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ ომბუდსმენმა სააკაშვილი მოინახულოს - პასუხი დღემდე არ მიგვიღია

გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ უკრაინის ომბუდსმენს მიეცეს საშუალება, მოინახულოს სააკაშვილი, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ შულგამ განაცხადა.

შულგას თქმით, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება შესაბამის კლინიკაში უნდა მიიღოს.

"დიპლომატიურ ველზე სიტუაცია უცვლელია, ელჩი ჩამოსული იყო თბილისში კონსულტაციების გასამართად და ველოდებით, როდის დაბრუნდება ის კიევში და მოახსენებს უკრაინის ხელისუფლებას ქართული მხარის პოზიციას. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომუნიკაცია იგივე ეტაპზეა. ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა, რომ უკრაინის ომბუდსმენს მიეცეს საშუალება, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ჩვენი პოზიცია ცნობილია, ეს უნდა იყოს ჰუმანური აქტი და სააკაშვილმა უნდა მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება შესაბამის კლინიკაში",- განაცხადა შულგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics