16:56 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 11:39:31, 910 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე OC Media-ს განცხადებაზე - ძალიან კარგია, რომ პაპუაშვილმა ცენზურაზე დონორები საქმის კურსში ჩააყენა

ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე OC Media-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს.

როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მედიაში ცენზურა "უხეში ფორმით" მოქმედებს, აღნიშნულთან დაკავშირებით დონერები ინფორმირებული უნდა იყვნენ.

"ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, როცა კონკრეტულ მედიაგამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ბუნებრივია დონორებს, შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 12 სექტემბერს OC Media-მ სათაურით - "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს" სტატია გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, პაპუაშვილმა ამ გზით სცადა მედიასაშუალებაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა. OC Media-ს სტატიაში ნათქვამია, რომ სულ მცირე, ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics