|
2023-09-12 14:35:48, 672 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა
მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს, საქართველოში პოლარიზაცია ყოველთვის იქნება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, პოლარიზაციას არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა აღვივებს. “დეპოლარიზაცია არის ყველაზე რთული ამოცანა, ამ ამოცანის შესრულება არ არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“, ხელისუფლებაზე. ამ ყველაფერს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მთავარი ძალა, ვინც საქართველოში აღვივებს პოლარიზაციას, ეს არის უცხოური აგენტურა. ეს შეიძლება ძალიან თამამად ითქვას. ვიდრე უცხოური აგენტურა ამ ამოცანით მოქმედებს, საქართველოში პოლარიზაცია ყოველთვის იქნება. ვგულისხმობ შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ ენჯეოებს, მედიასაშუალებებს. ისინი სრულიად შეგნებულად და ხელოვნურად აღვივებენ ამ ქვეყანაში პოლარიზაციას. ეს არის ერთერთი მთავარი დავალება, რასაც ისინი იღებენ მათი პატრონებისგან. რაც შეეხება ამ კონტექსტში იმპიჩმენტზე საუბარს, პოლარიზაციას აღვივებს არა იმპიჩმენტის პროცედურა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა. შესაბამისად, საზოგადოება ამასთან დაკავშირებითაც თავის დასკვნებს გამოიტანს“,- განაცხადა კობახიძემ.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)