22:44 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 11:29:04, 813 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია დიაბეტის მსოფლიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დიაბეტის მსოფლიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს, ქვეყანაში შაქრიანი დიაბეტის მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო.

"მხარეებმა  პროგრამული სიახლეებიც განიხილეს. როგორ შეხვედრაზე აღინიშნა, უკვე მეორე წელია, სამინისტრო, ბენეფიციარებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორების (CGM) შესყიდვას უზრუნველყოფს. ასევე, გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. 

დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე მზადყოფნაც გამოთქვეს. 

შეხვედრაზე, მხარეებმა, დიაბეტის მართვის გაიდლაინის შემუშავებაზეც ისაუბრეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულების ექიმების გადამზადებას, დაავადების მულტიდისციპლინური მართვის პრინციპების განხორციელებასა და ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა რგოლებს შორის ეფექტურ კოორდინაციას ითვალისწინებს. 

აღსანიშნავია, რომ დიაბეტის მსოფლიო ფონდი, გლობალურად, დიაბეტის პროექტების დონორი ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობას 119 ქვეყანაში ახორციელებს. პროექტის მიზანი დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესებაა",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics