17:48 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 22:09:06, 796 ნახვა

პოლიტიკა
კუბილიუსი „ოცნებაზე“ - თუ სურთ, დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უნდა შეცვალონ ქცევა

ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის, ქართული ოცნების აქტივობებზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, თუ მმართველ პარტიას სურს, დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უნდა შეცვალოს ქცევა, “თუ უნდათ ასიამოვნონ კრემლს, უნდა გააგრძელონ იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებენ”

“ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის, “ქართული ოცნების” აქტივობებზე. მათ კიდევ აქვთ დრო, რომ გამოასწრონ ძალიან მძიმე შეცდომები და გამოჩნდნენ განსხვავებული შუქით, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა სტრატეგია გააჩნია “ქართულ ოცნებას”. თუ სურთ, დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უნდა შეცვალონ ქცევა, თუ უნდათ ასიამოვნონ კრემლს, უნდა გააგრძელონ იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებენ”, - განაცხადა კუბილიუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics