|
2023-09-10 11:14:43, 1024 ნახვა
პოლიტიკა
სამუშია - „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება, ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს
"ლელო საქართველოსთვის" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. სამუშიამ მოუწოდა პარლამენტის წევრებს, რომ ინიციატივას შეუერთდნენ. "ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, სადაც წერია, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები და ეს ნიშნები სახეზეა - ყველამ კარგად ვიხილეთ, თუ რა ხდება და რა აღვირახსნილი სიტუაციაა, რა უკანონობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურებს და მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, რომ შემოუერთდნენ იმპიჩმენტის პროცედურებს. "ლელო" ამისთვის ყველაფერს გააკეთებს... ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ზღვარგადასულია ყველაფერი, მტკიცებულებები არსებობს, ადამიანს სახელმწიფო ბიუჯეტი მიაჩნია საკუთარ ბიუჯეტად, განკარგავს ყველაფერს და ამაზე კაციშვილი პასუხის მომთხოვი არ არის. და რატომ იმპიჩმენტის პროცედურები? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს არაერთი პრეცედენტი იმისა, როდესაც იყო აშკარა დანაშაულის ნიშნები, არცერთ შემთხვევაში, პროკურატურამ არ დაიწყო გამოიძიება, რადგან ის არის უტყვი მორჩილი აღმასრულებელი ხელისუფლების",- განაცხადა სამუშიამ. ცნობისთვის, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)