18:47 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 10:06:03, 574 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ისე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ისე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი, სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და არ იყო მოტივირებული პოლიტიკური ნიშნით,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ადამიანის მიმართ, რომელიც მოიშორებს ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებას, დემონსტრაციულად არ დაემორჩილება სამართლის აღსრულებას, დამძიმდება პასუხისმგებლობა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ისე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი და, რა თქმა უნდა, სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და, ასევე, ეს არ იყო მოტივირებული პოლიტიკური ნიშნით. ამ გადაწყვეტილებას აქვს მყარი ლოგიკა და მთავრობის, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს, წარდგენილი პოზიციები იყო მყარად დასაბუთებული",- განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics