|
2023-09-05 16:10:07, 780 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ოპოზიციას - რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა მაჩანჩალას და არშემდგარ სახელმწიფოს, რომ ეძახით?
ოპოზიციას მინდა ვკითხო - რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა ყველა რომ მაჩანჩალას და არშემდგარ სახელმწიფოს ეძახით,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ზარქუას თქმით, საქართველომ ბევრ ევროპულ სახელმწიფოს გაუსწრო. „ოპოზიციას მინდა ვკითხო - რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა ყველა რომ მაჩანჩალას და არშემდგარ სახელმწიფოს ეძახით. ამ მაგარმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ბევრ ევროპულ სახელმწიფოს გაუსწრო, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლაში, უმუშევრობის დონის შემცირებაში და მაშინ როდესაც თქვენ დროს 34% იყო, დღეს 15%-მდეა ჩამოსული, ამას სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აფიქსირებს. მათ შორის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე თქვენ დროს 2 ათას დოლარამდე იყო, ახლა წლის ბოლოს ველოდებით, რომ 8 ათას დოლარს გასცდება. ჩვენ ვუახლოვდებით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ამ ძნელბედობის ჯამს, როდესაც მსოფლიო არეულია, ჩვენ რეგიონში ქაოსი და ომია, ჩვენ მესამე წელია მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით და 7%-ზე მეტია იანვარ-აგვისტოს მონაცემებით... ჩვენმა კოლეგამ, სალომე სამადაშვილმა იკითხა თუ რა უნდა გავაკეთოთ რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთო? - გაჩუმდით, უბრალოდ გაჩუმდით, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც. ამიტომაც არის, რომ ჩვენ სიარული შეგიზღუდეთ. საკუთარ ქვეყანაზე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებსო, რასაც სამადაშვილიც ამბობს კულუარებში და ამაში თავისმა კოლეგამ ამხილა. გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო და ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ ობიექტური შეფასება იქნება",- განაცხადა ზარქუამ.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)