19:38 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 14:49:40, 713 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე „ოცნებას“ - თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის იმპიჩმენტი

თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ძალიან კარგად იცით, რომ ეს სპექტაკლი არაფრის მომტანი არ არის არც საქართველოს მოქალაქეებისთვის და არც აქ, პროცედურულად,- ასე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ანა წითლიძემ უმრავლესობის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს "აქვს მხოლოდ ერთი შედეგი და ამ შედეგს საქართველოს ევროპული არჩევანის ზიანი ჰქვია".

„მაშინ როდესაც ქვეყანაში ყველაფერი არის გაძვირებული, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან იმის გამო, რომ არჩინონ საკუთარი შვილები, თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ძალიან კარგად იცით, რომ ეს სპექტაკლი არაფრის მომტანი არ არის არც საქართველოს მოქალაქეებისთვის და არც აქ, პროცედურულად. ძალიან კარგად იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ ერთი შედეგი და ამ შედეგს ჰქვია საქართველოს ევროპული არჩევანის ზიანი.  თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს იქნება ბოლო წელი თქვენთვის, როდესაც თქვენ პასუხისმგებლობის აღება ამ ყველაფერზე არ მოგიწევთ",- განაცხადა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics