|
2023-09-05 13:37:17, 719 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი წაუგებელი თამაშია, პირადად ვარ ჩართული სარჩელის მომზადებაში
ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას მთავრობის ნებართვით ახორციელებს, რაც სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა, შესაბამისად, მან კონსტიტუცია დაარღვია. "ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, დღეს დასრულდება ეს პროცესი. დოკუმენტაციის სრულყოფაც მოხდება. მაქსიმუმ ხვალამდე და ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება დოკუმენტაცია. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს... 100 ხმა არ არის ჩვენთვის მიზანი, ჩვენი მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადგინოს კონსტიტუციის დარღვევა. ამით გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი...ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში. საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მოგვცემს სამომავლოდაც რეაგირების საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რა არის შემდგარი ფაქტი, უბრალოდ ამას სჭირდება სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლოს დადასტურება. ეს არის ჩვენი წარდგინების შინაარსი და ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)