|
2023-09-04 15:29:30, 763 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება არის მცდელობა, საზოგადოების ყურადღება გადატანილ იქნას რეალური პრობლემებიდან
პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება ახლა არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება გადატანილ იქნას რეალური პრობლემებიდან სხვა რამეზე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. კრამონის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "კულისებიდან მართავს მმართველ პარტიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს". "პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება ახლა არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება გადატანილ იქნას რეალური პრობლემებიდან სხვა რამეზე. პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ გამართოს შეხვედრები ქართველი ხალხის სახელით და მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის ლობირება დასავლეთში. ასე რომ, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ბიძინა ივანიშვილი არ არის ხალხის მიერ არჩეული ფიგურა, ის კულისებიდან მართავს მმართველ პარტიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს და ეს ძალიან ცუდია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს არის ერთი მდიდარი ადამიანი, რომელსაც არა აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, მაგრამ ფულისა და გავლენების წყალობით აკონტროლებს უწყებებს, ეს კი ვერ დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციას. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და მე ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტში იქნება ძალიან აქტიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა",- განაცხადა კრამონმა. ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)