20:40 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-03 17:45:11, 1144 ნახვა

პოლიტიკა
ჩიგოგიძე ოპოზიციის ცემაზე - მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე. მე ვიცნობ და მიყვარს ეს ხალხი

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში, ნაციონალური მოძრაობის წევრებზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზებას უარყოფს. თუმცა, ჩიგოგიძე ადასტურებს, რომ თავდასხმაში მონაწილე პირებს კარგად იცნობს.

"საიდან მოიტანეს, მოსახლეობასთან ბაზარში შევიდნენ და ეს ინციდენტი მოხდა შემთხვევით. მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე. მე ვიცნობ [თავდამსხმელებს] და მიყვარს ეს ხალხი. არ ვიცი რა ბუკლეტი ჰქონდათ. თურმე ბუკლეტზე წერია, რომ ნოდარ დუმბაძის პარკს ვამახინჯებთ. ნოდარ დუმბაძის პარკს ვაკეთებთ და ვალამაზებთ მთელი ჩვენი ცხოვრებაა.

საკრებულოში შემოიტანეს წინადადება, საკრებულომ განიხილა და გადასცა მერიას. მერია ამას განიხილავს ადგილობრივ ხალხთან, მოსახლეობასთან და თუ მათ აწყობთ, თავიანთ რაიონში, სკვერში, მაკდონალდსს გააკეთებენ, სკვერს გააკეთებენ თუ კაფეს ჩადგამენ, მთავარია, სკვერი არ დამახინჯდეს და ყველაფერი გალამაზდეს. ეს არის ჩემი მიდგომა ამ საკითხთან", - ამბობს "ფორმულასთან" ჩიგოგიძე.

დღეს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. პარტიაში ამბობენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics