21:34 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 19:34:23, 848 ნახვა

პოლიტიკა
ლომჯარია მთავრობას - პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ

პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, - ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტების დაბლოკვას.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მიუხედავად მთავრობის უარისა პრეზიდენტმა ვიზიტებზე უარი არ უნდა თქვას.

"ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე. 

პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას მოთხოვნილ ვიზიტებზე უარი უთხრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. 

31 აგვისტოს ის ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics