|
2023-08-30 14:44:25, 704 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - 2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა - საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი
2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა, მაგრამ უფრო ბუნდოვანია, როცა ევროპისა და ევროსტრუქტურების აღმასრულებელი რგოლი ამბობს, რომ ესეც არ არის სწორი,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას მდინარაძის თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი. "ცოტა დამაბნეველიც იყო, რომ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გზავნილებია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, ამას მნიშვნელობა აქვს იმასთან დაკავშირებით, რამდენად პოზიტიური მოლოდინი უნდა ჰქონდეს არამარტო საქართველოს, არიან კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც დიდი ხანია, 10 წელზე მეტი დროა გასული, რაც ელოდებიან მოლაპარაკებების დაწყებას და მათთვის ასევე ბუნდოვანი რჩება თარიღი. 2030 წელი ცოტა შორი პერსპექტივაა, მაგრამ უფრო ბუნდოვანია, როცა ევროპისა და ევროსტრუქტურების აღმასრულებელი რგოლი ამბობს, რომ ესეც არ არის სწორი. მიუხედავად ამისა, საქართველომ რა დროშიც არ უნდა იყოს ეს გაწერილი, შემჭიდროებულ ვადაში თუ ა.შ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტად დავუახლოვდეთ ევროპას. ჩვენი გაცხადებული, კონსტიტუციური მიზანი და ქართველი ხალხის სურვილია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ევროპული ღირებულებებით, ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებებით და არა მის გარეშე, როგორც ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს წარმოუდგენია ეს. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი. საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მაშინ მიიღებს, როდესაც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას დაასრულებს.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)