|
2023-08-30 14:25:07, 743 ნახვა
საზოგადოება
NGO-ები დეგნანს - თქვენი ურყევი მხარდაჭერა, საქართველოსთან მეგობრობისა და ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითს წარმოადგენს
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მადლობას უხდის იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც დიპლომატიური მისიის პერიოდში, ელჩი საქართველოს მიმართ გამოხატავდა. როგორც სამადლობელ წერილშია აღნიშნული, კელი დეგნანის მიმართ "პოლიტიკურად მოტივირებული შეურაცხყოფისა და კრიტიკის მიუხედავად", ელჩის მოთმინებით სავსე პასუხები ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას და წარმოაჩენს დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეს. ერთობლივ წერილს 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. "ქალბატონო ელჩო, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე მუშაობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დიდი გამოწვევების პირობებშიც ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებისგან და პირადად თქვენგან. თქვენი ელჩობა საქართველოში ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს დაემთხვა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენს მადლიერებას იმსახურებს და საქართველოსთან მეგობრობისა და ნამდვილი სტრატეგიულ პარტნიორობის მაგალითს წარმოადგენს. თქვენი მტკიცე პოზიცია ევროპული სახელმწიფოების ოჯახში საქართველოს დაბრუნების მნიშვნელობის თაობაზე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის დასრულების აუცილებლობაზე, რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სიფხიზლის საჭიროებასა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის სიმტკიცეზე საქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მისწრაფებისადმი თქვენს ურყევ ერთგულებაზე მიანიშნებს. თქვენი გზავნილი ჩვენი თანამემამულეებისადმი, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, პირდაპირ ეხმიანება ჩვენს დემოკრატიულ მისწრაფებებს, რასაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ იცავს. პოლიტიკურად მოტივირებული შეურაცხყოფისა და კრიტიკის მიუხედავად, თქვენი მოთმინებით სავსე პასუხები ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას და წარმოაჩენს დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეს. ქალბატონო ელჩო, საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის მისწრაფებებისადმი ღრმა პატივისცემა, ისევე, როგორც თქვენი გულმოდგინე სამსახური, მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის, მისი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ერთგულება, ფასდაუდებელი იყო. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ელჩობის პერიოდში შექმნილი კავშირები გაგრძელდება და გაღრმავდება", - ნათქვამია წერილში.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)